24 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას შესაბამისი შედეგი მოჰყვება - განცხადება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა გააკეთა.

"ამ გადაწყვეტილების შედეგებს რუსეთისა და ელადის ეკლესიებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, შეაფასებს მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი,“ - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა.

მისივე თქმით, ბერძნული ეკლესიისგან განსხვავებით, რომლის იურისდიქციაც საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზეც კი არ ვრცელდება, რუსეთის საპატრიარქო სხვადასხვა ეპარქიას აერთიანებს და მრავალეროვნულია.

12 ოქტომბერს ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

 

 

დღის ამბები