16 ნოემბერი 2019,   06:38
ვრცლად
"ქალი სვამს" - სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო

 

"ქალი სვამს" - ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თამთა თოდაძის მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო.

უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები დაზარალებულ ქალს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი შეფასებით, უსუსურია ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის არგუმენტი, რომელიც ამბობს, რომ თოდაძე ინცინდენტის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

"თამთა ნასვამი არ ყოფილა. ეს ირკვევა პოლიციელებისა და ორი ექიმის ჩვენებით. მაგრამ თუ მსხვერპლი არის ნასვამი, ითვლება, რომ ის უმწეო მდგომარეობაშია და ეს დამამძიმებელი გარემოებაა. შესაბამისად, ნასვამი ქალის გაუპატიურება კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ფხიზელის,“ - აღნიშნა „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.

მედიაექსპერტის ნინია კაკაბაძის თქმით, ქალებიც იღებენ ალკოჰოლს და არ ნიშნავს, რომ ვინმეს ამ მდგომარეობაში თავს ესხმიან.

"ჩვენი კამპანია ამ შემთხვევაში იყო სოლიდარობა. ჩვენ ვთქვით, რომ დიახ, ჩვენც ჩვეულებრივი ქალები ვართ, ვსვამთ როდესაც მოგვინდება და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმემ უნდა გაგვაუპატიუროს და არც იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობაში ვინმეს თავს დავესხმები,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.  

დღის ამბები