25 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში - პირველადი შედეგებით, იაროსლავ კაჩინსკის პარტია ლიდერობს

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. პირველადი შედეგებით, იაროსლავ კაჩინსკის "კანონსა და სამართლიანობას" ეგზიტპოლების მიხედვით, ამომრჩევლის 43 %-ზე მეტი აქვს. მეორე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული პარტია "სამოქალაქო კოალიცია" 27%-ით. მმართველი გუნდის წარმატებად ანალიტიკოსები ბოლო პერიოდში წარმოებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ.

იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა მას იმედი აქვს შედგეგი აღარ შეიცვლება.

“ჩვენ დღეს ბედნიერების მიზეზი გვაქვს, მიუხედავად ჩვენს წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ძლიერი ფრონტისა, გავიმარჯვეთ და ყველა ნიშანი მიგვითითებს, რომ შედეგები ასე დარჩება. ჩვენი მთავარი სიძლიერე სანდოობაა. შესაძლოა მომავალი 4 წელი უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე გასული 4 წელი იყო, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ სანდოობა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს და მჯერა, რომ ის ძალიან კარგი იქნება,“ - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

დღის ამბები