20 ნოემბერი 2019,   00:09
ვრცლად
პროტესტის 29 დღე ჯანდაცვის სამინისტროსთან - დევნილები შიმშილობის განახლებითა და სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან

პროტესტის 29 დღე - ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში და გარე პერიმეტრზე დევნილების ისევ აქცია გრძელდება.

აფხაზეთიდან დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ითხოვენ. აქციის მონაწილეები სპეციალურ კომისიას, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი, კორუფციაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კომისიაში დევნილებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის განახლებითა და სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან.

"უნდა შეჩერდეს ბინების გაცემა, ახალი კომისია უნდა გამოიყოს, სადაც ყველა პარტიიდან თითო წარმომადგენელი შევა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან და რაც მთავარია, დევნილები, რათა კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და კანონიერად გაიცეს ბინები. მოგვცენ წერილობით, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის ეს ბინები და შემდგომ ჩვენ უკვე შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და იქ განიხილავენ კანონიერად გვეკუთვნოდა თუ არა," - განმარტა ერთ-ერთმა დევნილმა, ფიქრია ცალანმა.

დღის ამბები