14 ნოემბერი 2019,   02:43
ვრცლად
დაისაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი - ბესო შენგელია სამართალდამცველებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს

დაისაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი - აღნიშნული მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ხვალ პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. ბესო შენგელია აცხადებს, რომ პოლიციამ ის ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის პარალელურად უკანონოდ დააკავა და მთელი 5 საათის განმავლობაში გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელიც დევნილების აქციაში პროტესტის დაწყების დღიდან აქტიურად არის ჩართული, ამტკიცებს, რომ მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

"ჩამტენეს პატრულის მანქანაში და წამიყვანეს ჯერ ერთი სამმართველოს ეზოში, მერე მეორე სამმართველოს ეზოში წერეთლის გამზირზე, მასეირნებდნენ წინ და უკან, ვერ მოიფიქრეს ვერანაირი მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსიდან რა უნდა წარედგინათ, შემდეგ კი განმიმარტეს, რომ განრიდებული ვიყავი. ჩვენ გავასაჩივრებთ, ჩემი თავისუფლების აღკვეთას და ვინც ეს ბრძანება გასცა, რომ 5 საათი თავისუფლება უნდა მქონოდა აღკვეთილი, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე"- განაცხადა ბესო შენგელიამ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები