16 ნოემბერი 2019,   02:39
ვრცლად
ჰაიტის დედაქალაქში ათასობით მომიტინგე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

ჰაიტის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ათასობით მომიტინგე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

ჟოვე-ნელ მოიზს ინფლაციასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტმა პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე კვირის წინ, კომისიის შექმნა დაანონსა, თუმცა ოპოზიციამ დიალოგზე უარი თქვა და ქვეყნის ლიდერის გადადგომა მოითხოვა.

მოიზი 2017 წელს აირჩიეს. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება იყო, თუმცა ჰაიტის 11-ტ მილიონიანი მოსახლეობის 60% დღემდე სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 

დღის ამბები