20 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ვითარება თურქეთ-სირიის საზღვარზე - სირიის პრეზიდენტმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ძალები გაგზავნა

სირიის პრეზიდენტმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ძალები გაგზავნა. ინფორმაციას ქურთები ავრცელებენ.

მანამდე ტერიტორიიდან ვაშინგტონმა ამერიკელი სამხედროები გაიყვანა. თურქეთ-სირიის საზღვარზე კი ქურთებსა და თურქებს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.

ამერიკული მედია ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ თურქი სამხედროები ტყვეებს ხვრეტენ.

დანაკარგები აქვთ კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს, დაღუპულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160 ათასამდე გაიზარდა იძულებით გადაადგულებული ქურთების რაოდენობა.

დღის ამბები