18 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორის წარსადგენად ვადა ეწურება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორის წარსადგენად ვადა ხვალ ეწურება. რამდენჯერმე გადაწეული თარიღის შემდეგ, 15 ოქტომბერი ის ბოლო დღეა, როდესაც ინვესტორი უნდა დასახელდეს.

"თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "კურიერთან " საუბარში ამბობს, რომ ანაკლიის განვითარება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. 

"ჩვენ მიუხედავად ამ წელიწადზე მეტი თავდასხმისა რომელიც სახელმწიფომ ჩვენ მიმართ განახორციელა, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაინც მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ორი უმსხვილესი ინვესტორი, რომლის ვინაობასაც გაიგეთ მალე, ველოდებით 15 რიცხვს, ხელისუფლების რეაქციას. ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ და შესაბამისად დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. როგორი შემოტევაც ხდება, თუნდაც ის აბსურდული ბრალდება, რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა, მეტყველებს იმაზე რომ ანაკლია, არ არის ამ ხელისუფლების ინტერესში,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

შეგახსენებთ რომ პროექტიდან, რომელზეც სახელმწიფომ 58 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო თიბისი ჯგუფისგან 72 მლნ დოლარი უკვე გამოყოფილია, ამერიკული "კონტი ჯგუფი" 15 აგვისტოს გავიდა.

დღის ამბები