19 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
სკანდალი საპატრიარქოში - დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა

საპატრიარქოში ახალი დაპირისპირების შესახებ გახდა ცნობილი. დეკანონზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრე ცაავას არაკაცი უწოდა. ფაქტს ჭყონდიდის ეპარქიაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. მამა ანდრია მათ ვინც მაღალ სასულიერო პირებს შეურაცხყოფას აყენებენ, ზონდრერ დეკანოზს უწოდებს.

მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან ცნობილი ხდება, რომ მეუფე პეტრეს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, წმინდა სინოდი იმსჯელებს.

ინციდენტი შაბათს, ფოთის მიტროპოლიტის გრიგოლის დედის გასვენებაში მოხდა. მეუფე პეტრე ცაავა დღეს მცხეთაში სვეტიცხოველში არ გამოჩენილა. 

დღის ამბები