24 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
სკრიპალების საქმის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს სკრიპალების საქმის გამო სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ქიმიური იარაღის დამზადებასა და გამოყენებაში მონაწილეობდნენ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, მათი აქტივები კი დაყადაღებულია.

სანქციების სიაში არიან სირიის რეჟიმთან დაახლოებული პირები და ორგანიზაციები, რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელობა, ასევე მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებსაც სოლსბერიში თავდასხმასთან კავშირი აქვთ. ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი აგენტი იური სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, თავდასხმაში ლონდონმა რუსეთი დაადანაშაულა.

დღის ამბები