ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორის წარსადგენად ვადა ხვალ ეწურება. ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე კი მამუკა ხაზარაძემ "კურიერთან" დაადასტურა, რომ კონკრეტულ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიღწეულია.
"ჩვენ, მიუხედავად ამ წელიწადზე მეტი თავდასხმისა, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს მიმართ განახორციელა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაინც მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ორი უმსხვილესი ინვესტორი, რომლის ვინაობასაც გაიგებთ მალე. ველოდებით 15 რიცხვს, ხელისუფლების რეაქციას. ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ და შესაბამისად დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. როგორი შემოტევაც ხდება, თუნდაც ის აბსურდული ბრალდება, რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა, მეტყველებს იმაზე, რომ ანაკლია არ არის ამ ხელისუფლების ინტერესში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტიდან, რომელზეც სახელმწიფომ 58 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო "თიბისი ჯგუფისგან" 72 მლნ დოლარი უკვე გამოყოფილია, ამერიკული "კონტი ჯგუფი" 15 აგვისტოს გავიდა.