24 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
ტრამპი ევროპას სირიის ტერიტორიაზე მყოფი დაპატიმრებული "დაეშის" ტერორისტების მიღებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი ევროპას მოუწოდებს, სირიის ტერიტორიაზე მყოფი დაპატიმრებული "დაეშის" ტერორისტები მიიღონ. განცხადება მან twitter-ის საშუალებით გაავრცელა.

"ამერიკის შეერთებული შტატების ხელში არიან "ისლამური სახელმწიფოს" ყველაზე საშიში დამნაშავეები.  თურქეთმა და ქურთებმა არ უნდა მისცენ მათ უფლება, საპატიმროებიდან გაიქცნენ. ევროპას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო ეს ადამიანები არაერთი მოთხოვნის შემდეგ. მათ ეს ახლა უნდა გააკეთონ. ჩვენ არასდროს დავუშვებთ და შევუშვებთ მათ ამერიკის ტერიტორიაზე," – წერს დონალდ ტრამპი.

როგორც ირკვევა, სირიის არმიამ თურქეთის საზღვართან ძალების განთავსება დაიწყო. ქურთებსა და თურქებს შორის კი შეტაკებები გრძელდება. მსხვერპლია როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. 

დღის ამბები