25 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
ჯუთაში დაშავებულ ტურისტებს ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნებათ

ჯუთაში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მათ ქალატვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნებათ. ტურისტებმა დაზიანებები ჭაუხების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილების დროს მიიღეს. დაშავებულები ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს და ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

"ორივე პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. სტაბილურები არიან, ადეკვატურები, კონტაქტურები. აღენიშნებათ ზედაპირული დაზიანებები და შემდგომი დაკვირვებისთვის მოთავსებულები იქნებიან განყოფილებაში ქალატვინის დახურული ტრავმით, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით," - განაცხადა მარინა გალანტიამ

დღის ამბები