25 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთაში იმყოფებოდნენ

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, საზეიმო წირვას დაესწრნენ. მათ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცეს.

"დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის  ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს მაქვს საშუალება აქედან მოგილოცოთ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მხოლოდ ქართველები აღნიშნავენ და მისი შეფასებით, ეს ძალიან დიდი მადლია.

"მე მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა, ეს არის ერთ-ერთი ჭეშმარიტად ნამდვილი ქართული დღესასწაული და ეს მინდა მოგილოცოთ ყველას. ასეთი დღესასწაული არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს ძალიან დიდი მადლი," - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, სვეტიცხოვლობა ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს, სრულიად საქართველოს ვულოცავ. სვეტიცხოვლობა არის ჩვენი რწმენის, სახელმწიფოებრიობისა და უდიდესი კულტურის სიმბოლო," - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები