19 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
თბილისის მერია მეტროს ახალ ვაგონებს შეიძენს

თბილისის მერია მეტროს ახალ ვაგონებს შეიძენს. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის ინფორმაციით, ფინანსური მხარდაჭერისთვის მოლაპარაკებები  ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მიმდინარეობს.

40 ახალი ვაგონის ყიდვა თბილისის მთავრობას ჯამში 60 მილიონამდე დაუჯდება. კახი კალაძეს თქმით, არსებობს ვაგონები, რომლებიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებიან.

"მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მეტროში არ ჩატარებულა, არის ძალიან ბევრი ვაგონი, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება," - აღნიშნა კახი კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

დღის ამბები