20 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში შეჩერებეული პროექტების გამოძიებას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობამ" დღეს ბათუმში მთავრობის შენობის წინ 30 პროექტის ფოტოა-მასალა გამოფინა, რომელთა საერთო ღირებულება 250 მილიონი ლარზე მეტია.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ის პროექტებია, რომლებზეც ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა გამოიყო, მაგრამ მათი ნაწილი უხარისხოდ, ნაწილი კი საერთოდ არ შესრულებულა. ოპოზიციონი პარტიის შეფასებით, აღნიშნული პროექტები  კორუფციის ეჭვებს აჩენს, რასაც აუდიტის დასკვნებიც ამყარებს.

ოპოზიცია შესაბამისი სამსახურების დაინტერესებას და აღნიშნულ საქმეებზე გამოძიების დაწყებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

დღის ამბები