24 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
აშშ-ი თურქეთიდან ბირთვული იარაღის გატანას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და ენერგეტიკის სამინისტრო თურქეთიდან ტაქტიკური იარაღის გატანის გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის ინჯირლიკში მდებარე ავიაბაზაზე 50 ერთეული ბირთვული იარაღი ინახება. ბაზა სადაც ატომური ბომბები ინახება, სირიის საზღვრის სიახლოვესაა განლაგებული. იარაღის გატანა შესაძლოა ანკარამ არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნიოს, თუმცა მათი იქ დატოვება ახალი რეალობიდან გამომდინარე საფრთხის შემცველია.

დღის ამბები