16 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
არ იქნება გასაკვირი თუ კონსორციუმი ვერ შეასრულებს ვალდებულებებს - ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ყველანაირ პირობას უქმნის, რათა ხელი შეუშალოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

ბაქრაძის შეფასებით, არ იქნება გასაკვირი, თუ კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.

"ერთი ხელით მთავრობა ყველანაირ პრობლემებს ქმნის, რომ ანაკლიის კონსორციუმი არ იყოს წარმატებული და ვერ შეასრულოს ვალდებულებები. მეორე ხელით კი, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა განსაჯოს შეასრულა თუ არა კონსორციუმმა ვალდებულებები. გაგვიკვირდება, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულოს ვალდებულებები იმ პირობებში, როცა ორი მთავარი დამფუძნებელი და სახე იმყოფება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ, როდესაც კონსორციუმი დატოვა ყველაზე მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა?! ამიტომ ასეთ პირობებში, სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულოს ვალდებულება. ეს კი იქნება მთავრობის ბრალი,“ - დასძინა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები