23 იანვარი 2020,   15:41
ვრცლად
"მთავრობამ მხარდაჭერის მაგივრად პროექტის საბოტაჟირება მოახდინა" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენდირექტორი

"მთავრობამ იმის მაგივრად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის," - ეს განცხადება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"მთავრობას, ჩვენი აზრით ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის და ყველანაირი მხარდაჭერა გამოეცხადებინა პროექტისთვის იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. მთავრობამ იმის მაგივრად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის, ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში" - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დიდი მუშაობის შედეგად ორი ინვესტორის მოძებნა შეძლეს, რომლებიც პროექტით იყვნენ დაინტერესებულები. ერთი ყაზახურ-ჰონგკონგური ჯგუფი და ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ პირველს მთავრობამ პირდაპირ უარი განუცხადა, მიზეზად კი განუცხადეს, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკული ინვესტორი.

დღის ამბები