14 ნოემბერი 2019,   02:16
ვრცლად
ბრიტანეთმა თურქეთს იარაღის მიწოდებაზე აკრძალვები დაუწესა

ბრიტანეთმა თურქეთს იარაღის მიწოდებაზე აკრძალვები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ანკარას იარაღს მანამ არ მიაწოდებს, სანამ თურქეთი საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს. ემბარგოს შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა.

"ბრიტანეთის მთავრობა იარაღის ექსპორტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ჩვენ შევაჩერეთ ლიცენზიების გაცემა იმ იარაღის ექსპორტზე, რომელსაც სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თურქეთი გამოიყენებს. ასევე მნიშვნელოვანია თურქეთს მოვუწოდოთ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია,"- განაცხადა დომინიკ რააბმა.

დღის ამბები