25 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
"ლილუაშვილი "ქართული ოცნების" პარტიული მუშაკი იქნება" - ოპოზიცია ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს 

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე დეპუტატებმა გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. საკითხი ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია. ლილუაშვილის მოსმენა ხვალიდან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცი ოპოზიცია ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზეზი ლილუაშვილის პოლიტიკური კავშირებია, რის გამოც ის სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე დამოუკიდებელი ვერ იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი ფორმალურ მოთხოვნებს ბატონი ლილუაშვილი თავისი სამუშაო გამოცდილებით შეესაბამება თუ არა, ჩვენ სამწუხაროდ, ვართ დარწმუნებულები, რომ ისიც გააგრძელებს სუს-ში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას და იქნება პარტიული "მუშაკი ქართული" ოცნების და არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი," - აღნიშნა აბესაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანის განმარტებით კი, ლილუაშვილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

"საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ის რაც არის კანონით გაწერილი, ბუნებრივია ეს ყველა შემთხვევაში იქნება შემოწმებული, სწორედ ამიტომ ხდება საკომიტეტო განხილვა და აქვე უნდა მოხდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შემოწმება. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მსგავს დარღვევას არ ექნება ადგილი," - განაცხადა კახიანმა.

დღის ამბები