20 ნოემბერი 2019,   00:45
ვრცლად
"ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას ეჭვი შეიტანოს ჩვენს დამოკიდებულებაში" - ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმზე

აგრძელებს თუ არა მთავრობა ხელშეკრულებას "ანაკლიის განვითარების" კონსორციუმთან, ხვალ გაირკვევა. ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტს მთავრობა პასუხისმგებლობით ეკიდება, შესაბამისად, გადაწვეტილების შინაარსი რაიმე კითხვის ნიშნებს და ეჭვებს არ გამოიწვევს.

„ხვალ გვექნება დილით გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ გავასაჯაროებთ. ჩვენ ამ პროექტთან დაკავშირებით, ყოველთვის იცით, რომ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით გამოვირჩეოდით და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ჩვენს ოპონენტებს არ მისცემს საშუალებას, რომ ეჭვი შეიტანოს ამ ჩვენს დამოკიდებულებაში“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 15 ოქტომბრამდე ორი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი. კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ახალი ინვესტორები უკვე ჰყავთ. საუბარია ორ კომპანიაზე, რომელთაგან ერთი ყაზახური "Meridian Capital Limited"-ია, ხოლო მეორე კომპანია კი ჰოლანდიური "Van Oord​"-ი.

დღის ამბები