25 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ორგანიზაცია "შეცვალეს“ წევრებმა ატოცში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს |

ორგანიზაცია "შეცვალეს" წევრებმა ატოცში აქცია გამართეს. ახალგაზრდები ოკუპაციის გასაპროტესტებლად და მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მხარდასაჭერად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ბაზაზე მივიდნენ. "შეცვალეს" წევრებმა ანტისაოკუპაციო აქცია დავით ქაცარავას განცხადების შემდეგ დაგეგმეს. ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში ინტენსიურად მუშაობენ გზის გასაყვანად. ქაცარავა ოკუპანტების მხრიდან ქართული მიწის მიტაცების 2 სხვადასხვა გეგმაზეც საუბრობს. აქციის მონაწილეები ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და მათი თქმით, ოკუპანტების ქმედებას და სახელმწიფოს უმოქმედობას ყოველთვის გააპროტესტებენ. 

"უხეში შეფასებით უკვე რამდენიმე ასეული ჰექტარი არის ოკუპირებული, იმ ტერიტორიის, ხაშურის რაიონს ეკუთვნის ეს ტერიტორია და ის 2008 წლის ომის შედეგად არ დაგვიკარგავს"- განაცხადა დავით ქაცარავამ 

დღის ამბები