25 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
"მის დამოუკიდებლობაში ეჭვი მეპარება, თუმცა ვიცი წესიერი ადამიანია"- ლომია ლილუაშვილზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის დამოუკიდებლობის ხარისხთან ეჭვები აქვს პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარეს გიორგი ლომიას.

ლომია აცხადებს, რომ კანდიდატის დამოუკიდებლობაში დარწმუნებული არაა, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერს, თუმცა თვლის, რომ იგი წესიერი ადამიანია. 

"არსებობს პრობლემა თავისუფლების ხარისხში, რამდენად თავისუფალი იქნება ბატონი გრიგოლი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც ჩვენ არ ვიცით. მე შემიძლია შევაფასო ბატონი გრიგოლი პიროვნულად, როგორც ყოფილი კოლეგა, ბევრი მსმენია მასზე სხვა ადამიანებისგან, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან წესიერი ადამიანია,"- განაცხადა გიორგი ლომიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები