19 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს

მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს. პირველ სამუშაო დღეს, მართლწესრიგის ოფიცრები მოსახლეობას შეხვდნენ და საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაგა კირკიტაძე აღნიშნავს, რაიონს 60 ოფიცერი მოემსახურება. მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიაზე კი კონკურსის წესით  კანდიდატების შერჩევა  გრძელდება, ისინი ინტენსიურ სწავლებას გაივლიან. 

დღის ამბები