31 მაისი 2020,   14:08
ვრცლად
"არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს" - გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილთან ურთიერთობაზე

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასრულების შემდეგ,  მთავრობის მიერ სუსის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა კანდიტმა  ოპონენტების ბრალდებებს უპასუხა.

ოპოზიციაში არსებულ მთავარ კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს, ბიძინა ივანიშვილთან გრიგოლ ლილუაშვილს, ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ  ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, თუმცა,  მისივე განცხადებით ივანიშვილთან კავშირი, სუსის საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის.

"არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს როგორც პოროვნებასთან, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრი სტრუქტურა. ჩვენ ანგარიშვალდებულება გაგვაჩნია პალამენტთან და პრემიერ-მინისტრთან თანაბარი დოზით, შესაბამისად პოლიტიკურ შეხვედრებს, პოლიტიკურ თათბირებს, მათ შორის მთავრობის სხდომებს, ჩვენ არ ვესწრებით,"- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დასრულდა. სუსის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობის მიერ დასახელებულ კანდიდატს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

დღის ამბები