31 მაისი 2020,   15:36
ვრცლად
ხაზარაძე: ანაკლიის კონსორციუმისთვის ახალი ვადის გადაწევა არ მომხდარა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ანაკლიის კონსორციუმის ვალდებულებების შესრულების ვადა არ გადაუწევია. ხაზარაძის თქმით, ვადა უკვე იყო 31 დეკემბრამდე გაგრძელებული, ხოლო ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად დასჭირდა. 

"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე ანაკლიის კონსორციუმის მიმართ ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის იმ გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც უკვე წელიწადნახევარია ჩვენი ხელისუფლება და მისი სხვადასხვა უწყებები ასე ინტენსიურად აკეთებენ,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაზარაძემ აღნიშნა, 15 ოქტომბრამდე ვადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორების წარსადგენად მიეცა, რაც კონსორციუმის ახალმა ხელმძღვანელობამ შეასრულა კიდეც. ხაზარაძის მოსაზრებით, ანაკლიის პროექტის განხორციელების ერთადერთი გზა ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაცხადებული ნებაა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვინმეს უნდა მისცეს მანდატი ინვესტორებთან სასაუბროდ, რათა ინვესტორებისთვის ცხადი იყოს ხელისუფლების მკაფიო ნება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად. 

დღის ამბები