20 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
თურქეთის ოპერაცია სირიაში შტატების პრობლემა არაა - დონალდ ტრამპი

"თურქეთის ოპერაცია სირიაში შტატების პრობლემა არაა, ეს ჩვენი საზღვარი არ არის და დროა სახლში წავიდეთ,"- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქურთი მებრძოლებიც გააკრიტიკა. მედიაში გავრცელდა 9 ოქტომბრით დათარიღებული წერილიც, რომელშიც ტრამპი თურქ კოლეგას აფრთხილებს და პრობლემის ჰუმანურად გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, შტატების პრეზიდენტს სირიიდან ჯარების გაყვანის გამო აკრიტიკებს კონგრესი. წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, დონალდ ტრამპს ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს. 

დღის ამბები