16 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
ლიონელ მესის "ოქროს ბუცი" გადაეცა

ბარსელონას არგენტინელ თავდამსხმელს ლიონელ მესის "ოქროს ბუცი" გადაეცა.
აღნიშნულ ჯილდოს ყოველი სეზონის შემდეგ უეფას წევრი ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს ანიჭებენ.

32 წლის არგენტინელმა გასულ სეზონში ლა-ლიგის 34 მატჩში 36 გოლი გაიტანა, მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის კოეფიციენტის შესაბამისად, 72 ქულა დააგროვა და უკან ჩამოიტოვა კილიან მბაპე და ფაბიო კვალიარელა.

ეს ჯილდო არგენტინელი ფეხბურთელის კარიერაში მეექვსეა, ზედიზედ კი მესამედ მიიღო. მესი ერთადერთია, ვისაც "ოქროს ბუცი" ექვსჯერ აქვს მოპოვებული.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ესპანეთში გაიმართა და მას ფეხბურთელის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ - მეუღლე ანტონელა და შვილები: ტიაგო და მატეო.

დღის ამბები