20 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს და საკუთარ სატრანსპორტო გეგმას სთავაზობს

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერი კახა კალაძე დებატებში გამოიწვია. ელისაშვილმა ტაქსების რეფორმის შედეგები შეაფასა, ის ქალაქში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსს სწორედ ამ ცვლილებებს უკავშირებს.

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს  საკუთარ სატრანსპორტო გეგმას სთავაზობს.

"არაკომპეტენტურმა, გაუაზრებელმა და არათანამიმდევრულმა რეფორმამ შედეგად სატრანსპორტო კოლაფსი მოიტანა და ქალაქში გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი გახდა. მე ქალაქის მერს, კალაძეს ნებისმიერ არხზე ტრანსპორტის თემაზე დებატებში ვიწვევ და არა იმიტომ, რომ მასთან საუბარი მომენატრა, არამედ იმიტომ, რომ დავუსაბუთო ასე ტაქსების რეფორმის გაგრძელების შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემა აბსოლუტურად თავზე დაგვემხობა,“ - განაცხადა დღეს ელისაშვილმა.

დღის ამბები