14 ნოემბერი 2019,   03:17
ვრცლად
პარლამენტმა სუსის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა, მანამდე ის სუსის უფროსის მოადგილე იყო.

პლენარულ სხდომაზე მას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ 8 დეპუტატი წავიდა.

სუსის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა,  ლილუაშვილის კანდიდატურის პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

დღის ამბები