14 ნოემბერი 2019,   02:11
ვრცლად
ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა, აღნიშნული ინფორმაცია "ბიბისის" თურქულმა სამსახურმა თურქეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ცნობისთვის, შტატების პრეზიდენტმა თურქ კოლეგას წერილი 9 ოქტომბერს გაუგზავნა. "ნუ იქნები ხისტი და სულელი,“ - ასე მიმართა წერილში ტრამპმა ერდოღანს.

დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი ანკარას მოუწოდებს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს და ქურთებთან მოლაპარაკება სცადოს. 9 ოქტომბრით დათარიღებული ტრამპის წერილი საჯაროდ ახლა გავრცელდა. 

დღის ამბები