20 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
მერკელი ერდოღანს იარაღზე ემბარგოს დაწესებით ემუქრება

გერმანიის კანცლერი ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია. ანგელა მერკელის განცხადებით, მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი ანკარას იარაღზე ემბარგოს დაუწესებს.

თურქეთმა ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ერდოღანის განცხადებით, მისი მიზანია კონფლიქტის ზონა ქურთების სახალხო შენაერთებისგან გაწმინდოს და ე.წ. უსაფრთხო ზონაში სირიელი ლტოლვილები დააბრუნოს.

"ეს უდიდესი დრამაა, რომელსაც გეოპოლიტიკური ეფექტები აქვს. სწორედ ამიტომ, გერმანია თურქეთს შეიარაღებას აღარ მიაწვდის. ამ პოზიციას ჩვენი ევროპელი სხვა პარტნიორებიც იზიარებენ. ბოლო დღეების განმავლობაში მკაცრად მოვუწოდე თურქეთს, დაასრულოს სამხედრო ოპერაცია და ამას ახლაც ვიმეორებ,” - აღნიშნა მერკელმა.

დღის ამბები