20 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
"ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული" - 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლომ 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და საპატიმრო სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. გამოძიება მას ჯგუფურ ძალადობას ედავება.

მუხრან ფანგანი თავდაპირველად დანაშაულს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ ცნობდა, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ გაიაზრა ის მოვლენები, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს მოხდა. როგორც დღეს სასამართლო პროცესზე მუხრან ფანგანმა განაცხადა, სრულად არის დამნაშავე წარდგენილ ბრალში. 

"არ უარყოფდა მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს. იგი შემთხვევით მოხვდა მიტინგზე, შეესწრო ინციდენტს და ჩაერთო. მან წინა სასამართლო პროცესზე აღიარა, უბრალოდ გამოძიების შემდგომ ეტაპზე იგი გამოძიებას არ დაუკითხია. შესაბამისად, ამით გარკვეულ განაწყენებას გამოხატავდა ბრალდების მხარის მიმართ, რომ არც კი დაინტერესდნენ იმ ფაქტობრივი გარემოებით, თუ როგორ  მოხვდა მიტინგზე, რა როლი ჰქონდა და სასამართლოსთვის საქმის გადმოგზავნის პერიოდამდე იგი არ დაკითხულა,“ - განმარტა ადვოკატმა კახაბერ ხვისტანმა. 

ბრალდების მხარის განცხადებით, მუხრან ფანგანმა დანაშაული სრულად აღიარა და ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა. 

"ბრალდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ცნო უდაოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ არ მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, სასამართლო სხდომაზე უშუალოდ და ზეპირად არ დაიკითხებიან მოწმეები და არ იქნება გამოკვლეული სხვა ნივთიერი მტკიცებულებები,“ - ამბობს პროკურორი გიორგი მუკბანიანი. 




 

დღის ამბები