24 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
პოლიტიკური თავხედობის უფრო მაღალი დონე არ არსებობს - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას აკრიტიკებს

ანაკლიის პორტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში კვლავ პოლიტიკური განცხადებების თემაა. ოპოზიცია ხელისუფლებას სტრატეგიული პროექტის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კონსორციუმს ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდება.

"მე მეეჭვება საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს სიტყვიერად  ვინმეს დარწმუნება, რომ ისინი ნამდვილად უჭერენ მხარს პორტის მშენებლობას,“ - განაცხადა  ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

"ვითომ გაუგრძელეს კიდევ სამი თვით ვადა, ასე ამბობენ, ეს არის დროის გაჭიანურება, მიდის ამ პროექტის ჩაძირვის ბოლო სტადია,“ - განაცხადა "კურიერთან“ საუბრის დროს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

"იმიტომ გადაუვადდა, რომ საშუალება მისცემოდა, ბოლო წუთამდე აძლევენ საშუალებას იქნებ მოიზიდონ ინვესტორი და ახლა გვეკითხებიან, რატომ გადაავადეთო? პოლიტიკური თავხედობის უფრო მაღალი დონე არ არსებობს,“ - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები