25 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს ბოკერია-კაკულია დაუპირისპირდნენ

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის სამთავრობო საათის ფარგლებში მოსმენის დროს უმრავლესობის წევრები მინისტრის მისამართით ოპოზიციის კითხვების ტონალობამ გააღიზიანა. რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ის თავს არ იკომპლექსებს იმ ადამიანების შეგონებით, რომლებიც რუსის ტანკის დაქოქვისთანავე აზერბაიჯანში გასაქცევად ემზადებიან.

"მე იმ ადამიანთა რიგს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული და ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებით, რომლებიც, რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას ქოქავენ აზერბაიჯანისკენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი..."- განაცხადა კაკულიამ.

კაკულიას განცხადებას გიგა ბოკერიას რეპლიკა მოჰყვა:

"შეურაცხყოფას მაყენებთ, მოღალატეობას მაბრალებთ!" - მიმართა გიგა ბოკერიამ კაკულიას.

"შეურაცხყოფები თქვენ რომ იცით, ისეთი უნდა," - მიმართა კაკულიამ ოპოზიციას, მის ამ რეპლიკას ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილიც დაეთანხმა.

დღის ამბები