25 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
"სახელმწიფოს ვალდებულება არის შექმნას დასაქმებულის ღირსეული სამუშაო პირობები," - დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის კოდექსზე

შრომითი უფლებები იქნება დღეს განხილვის მთავარი თემა ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრებთან, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობაც დაესწრება. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ყველა დაინტერესებულ პირთან საკითხზე მსჯელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დასაქმებულებს ღირსეული სამუშაო პირობები შეუქმნას და ბიზნეს სექტორს ისეთი გარემო შეუქმნას, რომელიც ყველას თანაბარ პირობებში დააყენებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი ასე ვთქვათ ბიზნეს სექტორის პოზიციები, მათ შორის ევროპული ბიზნესების წარმომადგენლების პოზიციები საქართველოში, რომელიც გარკვეულად ოპერირებენ უკვე იმ სტანდარტებით, რომელიც ევროპაში არის და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები იყო დამკვიდრებული ქვეყანაში. სახელმწიფოს ვალდებულება არის, ერთის მხრივ შექმნას დასაქმებულის ღირსეული სამუშაო პირობები, მეორეს მხრივ შეუქმნას ისეთი თანაბარი გარემო ყველა ბიზნეს სექტორს, რომელიც კეთილსინდისიერს და არაკეთილსინდისიერს თანაბარ პირობებში  დააყენებს," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები