22 ნოემბერი 2019,   07:18
ვრცლად
თადუმაძის დიპლომი - კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

ყალბია თუ ნამდვილი მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს - ამ საკითხს  კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმიანება. მათი თქმით აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, რათა დიპლომის ნამდვილობის საკითხი გაირკვეს. კოალიციაში ამბობენ, რომ კანდიდატებთან მიმართებაში მსგავსი გაურკვევლობები, უარყოფით გავლენას ახდენს სასამართლოს მიმართ ნდობაზე.

"საჭიროა გამოძიების დაწყება ბატონი თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა-სიყალბესთან დაკავშირებით. პარლამენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ საკითხს," - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა. ვახუშტი მენაბდის განცხადებით დიპლომის სიყალბის დადასტურების შემთხვევაში თადუმაძემ პირველ რიგში მთავარი პროკურორის თანამდებობა უნდა დატოვოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა მიიჩნევს, რომ დიპლომის საკითხის გარკვევამდე პარლამენტმა შალვა თადუმაძეს კენჭი არ უნდა უყაროს.

"თუ დადგინდა რომ ადგილი აქვს სიყალბეს, ეს არის დანაშაული და შესაბამისად პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურაც,"- განაცხადა გია გვილავამ.

დღის ამბები