16 ნოემბერი 2019,   04:03
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე "ლელოს" კიდევ 12 ლიდერს წარადგენს

დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ახალი წევრები დასახელდებიან. მამუკა ხაზარაძე "ლელოს" კიდევ ახალ 12 ლიდერს დღეს, დღის 12 საათზე წარადგენს. ღონისძიება  ლისის ტბაზე, "მწვანე ქალაქის“ ტერიტორიაზე გაიმართება.

საზოგადოებრივი  მოძრაობა "ლელოს“ 12 ახალი წევრის წარდგენასთან ერთად, მამუკა ხაზარაძე ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

დღის ამბები