16 ნოემბერი 2019,   02:53
ვრცლად
"კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ" - ერდოღანი ტრაპმს მიმართავს

შეთანხმების შემდეგ ერდოღანი ტრაპმს მიმართავს. "კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველვყოფთ,"- წერს ტვიტერზე თურქეთის ლიდერი ამერიკელ კოლეგას.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ანკარამ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ტრამპმა ერდოღანს მადლობა გადაუხადა.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის შეთანხმება შედგა - თურქეთის სამხედრო შეტევა სირიის ჩრდილოეთით 120 საათის განმავლობაში შეწყდება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ  ქურთულ დანაყოფებს მიეცეთ შესაძლებლობა 5 დღის განმავლობაში ამერიკელების დახმარებით უსაფრთხო ზონაში გადავიდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თურქეთიდან "შესანიშნავი ახალი ამბავი" მოვიდა.

"მადლობა ერდოღანს, მილიონი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი,"- დაწერა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები