19 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი გაიხსნა

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში - ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელდა. ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის. ტირი აკადემიის მსმენელებს, როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესწავლის საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია.  წელს, აკადემიის საცხოვრებელი კორპუსით ჯამში 250-მა ადამიანმა ისარგებლა.

დღის ამბები