22 ნოემბერი 2019,   07:18
ვრცლად
"ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ" - თადუმაძეს საკუთარ დიპლომზე საუბარი აღარ სურს

საქართველოს გენერალურმა პროკურორი შალვა თადუმაძე, საკუთარი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით აღარ საუბრობს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, პოლიტიკური ბოდვა უწოდა და აღნიშნა, რომ დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით, არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნიათ.

"ამას აკეთებენ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ,"- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დღის ამბები