19 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
"კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ" - თადუმაძე პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებაზე

საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებით, თუ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა დადგება, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

აღნიშნული განცხადება შალვა თადუმაძემ სალომე ზურაბიშვოლის პროკურატურაში შესაძლო დაბარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

გენერალური პროკურორის თქმით, ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საგამოძიებო უწყებაში იმ პირების დაბარება ხდება, ვისი დაკითხვის აუცილებლობაც  პირველ ეტაპზე არსებობს.

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რამდენიმე პირი აღმოჩნდა.

დღის ამბები