20 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ტრამპი ზელენსკის სკანდალური საუბრის გამო შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი გადადგა.

ტრამპი მას სკანდალის აგორებას ნაწილობრივ აბრალებს, რადგან სწორედ პერი იყო ზელენსკისთან საუბრის ინიციატორი.

ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მინისტრი დაკითხვაზეა დაბარებული.მან კონგრესს სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს.

ამერიკული პრესა წერს, რომ ტრამპს პერის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს.

დღის ამბები