25 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
"სრულად ახსნა და სრულად ილაპარაკა ამის შესახებ თავად თადუმაძემ"- გენპროკურორის მოადგილე დიპლომზე კითხვას არ პასუხობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ამჟამად კი მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობაზე საუბარი არ სურს მის მოადგილეს. გიორგი გოგაძე ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის ახსნა-განმარტება სრულებით საკმარისია.

"დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ეს კითხვა არასერიოზულია... სრულად ახსნა და სრულად ილაპარაკა ამის შესახებ თავად თადუმაძემ, შესაბამისად ამ თემაზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ რომ არასერიოზული იქნება," - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე მოსამართლეობის კანდიდატების კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაციის დადასტურების მოლოდინშია. მისი თქმით, განსაზღვრულია ვადები,რომლის თანახმად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისად დადასტურებული დოკუმენტი, რომ მათი განათლების დონე შეესაბამება მაგისტრის, ან მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს:

"ვადებია განსაზღვრული და ამ ვადაში უნდა წარმოადგინონ ყველა კანდიდატმა, მათ შორის ბატონმა შალვა თადუმაძემ," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები