20 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
შესაძლო ნეპოტიზმის ნიშნები სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან

“რაღაც ტენდენციების გამოკვეთა შეიძლება ამ მონაცემების საფუძველზე“ - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სკანდალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება.

ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ დასკვნაში 350-მდე შემთხვევა დაასახელა, თუმცა, ორგანიზაციის წევრები რამდენიმე ფაქტს გამოყოფენ და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევებზე შესაძლოა ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთებოდეს.

"თითოეული ეს შემთხვევა, თავისთავად, არ წარმოადგენს დარღვევას. ვერ ვიტყვით, რომ რადგან თანამდებობის პირის ოჯახის წევრი სამსახურში მუშაობს, ამით რაიმე კანონი დაირღვა და მით უმეტეს, ნეპოტიზმით მოხდა, თუმცა რაღაც ტენდენციების გამოკვეთა შეიძლება ამ მონაცემების საფუძველზე. 350-მდე ასეთი შემთხვევა ვნახეთ ქონებრივ დეკლარაციებში. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ეს არის მინიმალური რიცხვი, ანუ ქონებრივ დეკლარაციებში მხოლოდ უშუალოდ ოჯახის წევრები უნდა მიუთითონ თანამდებობის პირებმა“ - აცხადებს ერეკლე ურუშაძე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები