24 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
500 დაშავებული - საპროტესტო აქციის მეხუთე დღე ბარსელონაში

საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს ბარსელონაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა მოეწყო. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ქალაქში ესპანეთის ხუთი რეგიონიდან ჩავიდნენ. დემონსტრანტებმა პარასკევი საყოველთაო გაფიცვის დღედ გამოაცხადეს.

აქციის მონაწილეებმა ქუჩებისა და სარკინიგზო მიმოსვლის ბლოკირება მოახდინეს. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები დღესაც გრძელდება. დემონსტრანტებმა პორტში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. დღესვე კატალონიის ყოფილი ლიდერი პუჩდემონი ბელგიის პროკურატურას ჩაბარდა.

ესპანეთში სასამართლომ პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი გასცა. საპროტესტო აქციები კატალონიელი სეპარატისტების ლიდერების გასამართლებას მოჰყვა. მათ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

5 დღის განმავლობაში დემონსტრაციების დროს შეტაკებების შედეგად 500 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

 

დღის ამბები