20 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
პროკურატურა წერილის მოლოდინში - მამუკა ხაზარაძე ახალ სქემაზე მუშაობს

პროკურატურა წერილის მოლოდინში - მამუკა ხაზარაძე ახალ სქემაზე მუშაობს. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი გეგმავს, რომ ე.წ. მუქარის წერილის დედანი პროკურატურაში მიიტანოს, თუმცა, როდის ეს ჯერჯერობით უცნობია. ბიზნესმენი სადავო დოკუმენტის ორიგინალს პროკურატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ გამოძიების პროცესში წერილის უსაფრთხოების გარანტორი სახალხო დამცველიც იქნება.

როგორც დღეს ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, გამოძიებას იმ პირის ვინაობასაც დაუსახელებენ, ვინც მუქარის წერილის ავტორებსა და ადრესატებს შორის შუამავალი იყო.

აქვს თუ არა ომბუდსმენს კანონით მინიჭებული უფლება, რომ გამოძიების პროცესში იმ ფორმით ჩაერთოს, როგორც ეს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს სურთ - იურისტმა, კახა კოჟორიძემ ამ კითხვას არ უპასუხა. სამაგიეროდ, საკითხზე არგუმენტირებული პოზიცია აქვს მის ყოფილ კოლეგას. სულხან სალაძის განმარტებით, პროკურატურა ცენტრალიზებული სისტემაა და საგამოძიებო პროცესზე იმ მასშტაბის მონიტორინგი, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საუბრობენ, პრაქტიკულად შეუძლებელია.

მექანიზმის არარსებობაზე მიუთითებს სახალხო დამცველიც, თუმცა ომბუდსმენი მიესალმება პროკურატურისთვის დოკუმენტის ორიგინალის გადაცემის შესაძლებლობას.

ნინო ლომჯარია პროკურატურას მოუწოდებს გააკეთოს ყველაფერი თითის ანაბეჭდის იდენტიფიცირებისთვის. ბიზნესმენები ომბუდსმენთან შეხვედრას სავარაუდოდ, ხვალ გამართავენ და მოითხოვენ იმ წერილის დედანის დაცვას, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის მტკიცებით, მათ გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

"ლელოს“ დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება და მასში მედია აქტიურად იქნება ჩართული. 

 

 

 

დღის ამბები