20 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
"რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციას სოფელ ატოცში" - სუსი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, საოკუპაციო ძალების მიერ, ლითონის ბადეების მიტანასთან დაკავშირებით, სუსი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ რუსული საოკუპაციო ძალები უკანონო, პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აგრძელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასევე მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზ  და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები