18 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
"ნუ ღელავთ, გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ" - გიორგი გახარია ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციაზე

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას, შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გორში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება კომენტარი.

"დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ვართ გორში. ნუ ღელავთ, გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები